არიენ რობენს ტოკიოში ეპატიჟებიან
არიენ რობენს ტოკიოში ეპატიჟებიან

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა არიენ რობენმა, შესაძლოა, კარიერა იაპონიაში გააგრძელოს. როგორც „სპორტს ნიპონი“ წერს, 35 წლის ჰოლანდიელის მიმართ დაინტერესებას გამოთქვამს ტოკიო, რომელიც მზად არის, ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმოს ვეტერანი. რობენის კონტრაქტი ბაიერნში იწურება და გერმანულმა კლუბმა უკვე გამოაცხადა, რომ აღარ აპირებს ხელშეკრულების გახანგრძლივებას.

რობენისთვის ბრძოლაში ტოკიოს კონკურენტი ჰყავს ეინდჰოვენის სახით, რომელსაც არიენის ყოფილი თანაგუნდელი, მარკ ვან ბომელი ავარჯიშებს. ასევე იტყობინებიან, რომ რობენის ოჯახის სურვილია ტოკიოში ცხოვრება.

ბაიერნთან ერთად რობენს 19 ტიტული აქვს მოგებული.

იაპონიის ლიგაში უკვე თამაშობენ: ანდრეს ინიესტა, ლუკას პოდოლსკი, დავიდ ვილია და ფერნანდო ტორესი.