არიენ რობენს „ლივერპულთან“ თამაშის შანსი აქვს
არიენ რობენს „ლივერპულთან“ თამაშის შანსი აქვს

„ბაიერნის“ შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი ბურთით ვარჯიშს შეუდგა, – იტყობინება გაზეთი „ბილდი“ (Bild). გამოცემის ინფორმაციით, უკვე მომდევნო კვირას ჰოლანდიელი უნდა დაუბრუნდეს საერთო ჯგუფში ვარჯიშებს, შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ რობენი თავის გუნდს „ლივერპულის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩში დაეხმარება.

რობენი მოედანზე გასვლას ნოემბრის შემდეგ ვერ ახერხებს, რისი მიზეზიც ბარძაყის ტრავმაა. თავისი ბოლო მატჩი მან ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკას“ წინააღმდეგ ჩაატარა.

ჰოლანდიელს მიმდინარე სეზონში 15 მატჩი დაუგროვდა, გაიტანა ხუთი გოლი და ორი შედეგიანი პასი მიითვალა.