არიენ რობენმა, შესაძლოა, კარიერა გააგრძელოს - მას ბრაზილიაში სარფიან კონტრაქტს სთავაზობენ
არიენ რობენმა, შესაძლოა, კარიერა გააგრძელოს - მას ბრაზილიაში სარფიან კონტრაქტს სთავაზობენ

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა, შესაძლოა, კარიერა ბრაზილიურ „ბოტაფოგოში” გააგრძელოს.

კლუბის ვიცე-პრეზიდენტი რიკარდო როტენბერგი დაუკავშირდა 36 წლის ჰოლანდიელს და მას სარფიან კონტრაქტსა და ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაპირდა.

„მე დავუკავშირდი რობენს და წინადადება შევთავაზე. რთული იქნება, რადგან მას გარკვეული ხანი ფეხბურთი აღარ უთამაშია. მაგრამ თუ ის მაინც გადაწყვეტს დაბრუნებას, შეიძლება ოთხჯერ მეტი თანხა გამოიმუშაოს, ვიდრე სხვაგან ჰქონია”, – განაცხადა როტენბერგმა.

დაახლოებით ერთი თვის წინ, რობენმა განაცხადა, რომ ფეხბურთი მოენატრა და პერიოდულად ფიქრობს კარიერის გაგრძელებაზე. ნიდერლანდელი 2019 წლის ზაფხულში წავიდა ფეხბურთიდან.