არიენ რობენი კარიერის დასრულების შესაძლებლობას განიხილავს
არიენ რობენი კარიერის დასრულების შესაძლებლობას განიხილავს

მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელი არიენ რობენი ამ ზაფხულს კარიერის დასრულებას არ გამორიცხავს. 35 წლის ფეხბურთელმა ჯერ კიდევ დეკემბერში გამოთქვა ბაიერნის დატოვების სურვილი, თუმცა ახლა სპორტიდან საერთოდ წასვლის შესაძლებლობაზეც ალაპარაკდა.

ჰოლანდიელი გასული წლის ნოემბერში დაშავდა და ორი კვირის წინ, ჰანოვერის წინააღმდეგ მატჩში დაუბრუნდა მოედანს.

„განგებ არ ვაკეთებდი განცხადებას, რადგან ჯერ მოედანზე დაბრუნება მინდოდა, რათა საკუთარი თავი შემემოწმებინა“, – ამბობს რობენი, – „იოლი გადასაწყვეტი ეს ნამდვილად არ არის. თუ თამაშის გაგრძელებას გადავწყვეტ, ისეთი ადგილი უნდა ვიპოვო, სადაც ყველაფერი კარგად მექნება აწყობილი. ეს არა მხოლოდ ფეხბურთს, არამედ ოჯახსაც ეხება. სპორტიდან წასვლასაც განვიხილავ ერთ-ერთ ვერსიად, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რამდენად რეალურია ეს“.

რობენმა ბაიერნში ჩატარებულ 200 მატჩში 98 გოლი გაიტანა, შვიდჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ერთხელ  – ჩემიონთა ლიგის გამარჯვებული.