არგენტინული „ბოკა ხუნიორსი“ სერხიო რამოსის დამატებას გეგმავს #1TVSPORT
არგენტინის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო კლუბი „ბოკა ხუნიორსი“ ესპანელი მცველის, სერიო რამოსის დამატებითაა დაინტერესებული, – ინფორმაციას გამოცემა TyC Sports-ი ავრცელებს.
38 წლის რამოსი ამჟამად თავისუფალი აგენტია, ბოლოს ის „სევილიის“ ღირსებას იცავდა და ესპანური გუნდი გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.
წყაროს ცნობით, „ბოკა ხუნიორსს“ ჯერ რამოსის აგენტისთვის არ მიუამრთავს, თუმცა კლუბის პრეზიდენტი, ხუან რომან რიკელმე მას მალე დაუკავშირდება.
სერხიო რამოსმა მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო, ის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ ევროპის, ხოლო ერთხელ მსოფლიო ჩემპიონი გახდა.