არგენტინის ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაშის უფლება მოიპოვა

16:02, 07.02.2020

არგენტინის ნაკრები გახდა სამხრეთ ამერიკის პირველი გუნდი, რომელმაც გაინაღდა მონაწილეობა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე.

მეორე ტურში არგენტინამ კოლუმბია დაამარცხა – 2:1 და ვადაზე ადრე მოიპოვა გამარჯვება ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში.

არგენტინის ნაკრები ჯგუფში ექვსი ქულით ლიდერობს. ბრაზილია ორი ქულით მეორე ადგილზეა, თითო-თითო ქულა აქვთ კოლუმბიასა და ურუგვაის.

ოლიმპიადის მოქმედ ჩემპიონს ბრაზილიას ბოლო ტურში აუცილებლად სჭირდება მოგება არგენტინის წინააღმდეგ, რათა გაინაღდოს ტოკიოს თამაშებზე გამოსვლა.

მსგავსი