არგენტინის ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა და ნახევარფინალში ინგლისს დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT

07:45, 12.07.2026

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ნახევარფინალური წყვილები დაკომპლექტდა. ესპანეთი საფრანგეთს შეხვდება, ინგლისი კი არგენტინას. ლიონელ მესიმ და კომპანიამ მეოთხედფინალში შვეიცარია დაამარცხა – 3:1.

მატჩი არგენტინელთათვის იდეალურად დაიწყო: მეათე წუთზე მესის კუთხურის შემდეგ მაკალისტერმა ბურთი თავით გადაგზავნა შვეიცარიის კარში. ეს იყო მესის მეათე პასი მსოფლიო ჩემპიონატებზე.

ამის შემდეგ ლიონელ სკალონის გუნდმა დაცვაში დაიხია და ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვაში მეტოქეს მოედნის უპირატესობა დაუთმო. ამით კარგად ისარგებლა შვეიცარიამ და 67-ე წუთზე ნდოიემ ანგარიში გაათანაბრა. ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში ემბოლომ სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და შვეიცარია კაცნაკლული დარჩა.

ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და მიმდინარე ჩემპიონატზე არგენტინამ მეორედ ითამაშა ექსტრა ტაიმები.

…და მეორედ მოახერხა დამატებით დროში ორი გოლის გატანა: ალვარესმა 112-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ბურთი ცხრიანში გაახვია – 2:1. დარჩენილ რვა წუთში შვეიცარიის დიდი მონდომების მიუხედავად ანგარიში არგენტინის სასარგებლოდ შეიცვალა – 120+1 წუთზე ლატუარო მარტინესმა საფინალო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

მსგავსი