არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკას გამარჯვებული გახდა. ლიონელ სკალონის გუნდმა ერთადერთი გოლის წყალობით „მარაკანაზე“ დაამარცხა ბრაზილია და 1993 წლის შემდეგ პირველად და ჯამში მეთხუთმეტედ მოიგო სამხრეთ ამერიკის მთავარი სანაკრებო ტურნირი. ამ მაჩვენებლით, არგენტინა დაეწია რეკორდსმენ ურუგვაის.

ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ანხელ დი მარიამ როდრიგო დე პაულის პასით გაიტანა. შეხვედრა არასანახაობრივი გამოვიდა. გუნდებმა ჯამში ოთხი ზუსტი დარტყმა შეასრულეს, 43-ჯერ დაჯარიმდნენ და ცხრა ყვითელი ბარათი მიიღეს.

 

ბრაზილია-არგენტინა 0:1

გოლი: 0:1 დი მარია (22)

ბრაზილია: ედერსონი – დანილო, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, რენან ლოდი (76. ემერსონი) – კაზემირო, ფრედი (46. რობერტო ფირმინო) – რიშარლისონი, ლუკას პაკეტა (76. გაბრიელ ბარბოზა), ევერტონი (63. ვინისიუს ჟუნიორი) – ნეიმარი.

არგენტინა: ე. მარტინესი – მონტიელი, რომერო (79. პეცელია), ოტამენდი, აკუნია – დე პაული, პარედესი (54. გ. როდრიგესი), ლო სელსო (63. ტალიაფიკო) – მესი, ლ. მარტინესი (79. ნ. გონსალესი), დი მარია (79. პალასიოსი).