არგენტინის ნაკრებმა იტალიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
არგენტინის ნაკრებმა იტალიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ 29-კაციანი შემადგენლობა დაასახელა 1 ივნისს ლონდონის „უემბლიზე“ გასამართი მატჩისთვის, რომელსაც „ფინალისიმა“ ჰქვია. ამ დღეს არგენტინა კოპა ამერიკას მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდება ევროპის მოქმედ ჩემპიონს იტალიას.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები – ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, ინგლისი), ხუან მუსი (ატალანტა, იტალია), ხერონიმო რული (ვილიარეალი, ესპანეთი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი);

მცველები – გონსალო მონტიელი, მარკოს აკუნია (სევილია, ესპანეთი), ნაუელ მოლინა, ნეუენ პერესი (უდინეზე, იტალია), ხუან ფოიტი (ვილიარეალი, ესპანეთი), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი, ინგლისი), ხერმან პეცელია (ბეტისი, ესპანეთი), მარკოს სენესი (ფეიენოორდი, ნიდერლანდები), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა, პორტუგალია), ლისანდრო მარტინესი, ნიკოლას ტალიაფიკო (ორივე – აიაქსი, ნიდერლანდები);

ნახევარმცველები – გვიდო როდრიგესი (ბეტისი, ესპანეთი), ალექსის მაკალისტერი (ბრაიტონი, ინგლისი), როდრიგო დე პაული (ატლეტიკო, ესპანეთი), ესეკილ პალასიოსი (ლევერკუზენი, გერმანია), ჯოვანი ლო სელსო (ვილიარეალი, ესპანეთი);

ფორვარდები – ლიონელ მესი, ანხელ დი მარია (ორივე – პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ალეხანდრო გომესი (სევილია, ესპანეთი), ნიკოლას გონსალესი (ფიორენტინა, იტალია), ანხელ კორეა (ატლეტიკო, ესპანეთი), პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია), ხოაკინ კორეა, ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), ხულიან ალვარესი (რივერ პლეიტი).