არგენტინის ნაკრების მწვრთნელი - პოლონეთთან მოგების გამო ჩვენი მუნდიალის ფავორიტად დასახელება უადგილოა #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი - პოლონეთთან მოგების გამო ჩვენი მუნდიალის ფავორიტად დასახელება უადგილოა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ პოლონეთთან გამარჯვებასა (2:0) და მუნდიალის 1/8-ფინალში გასვლაზე კომენტარი გააკეთა.

„პოლონეთი არის გუნდი, რომელიც კარგად თამაშობს კონტრშეტევაზე, მაგრამ ჩვენთან ასე არ მოხდა. ეს უფრო ჩვენი დამსახურება იყო, ვიდრე მათი მინუსი. ამ თამაშის შედეგით კმაყოფილები დავრჩით. იოლი არ იყო ისეთ გუნდთან მოგება, რომელიც დაცვით ფეხბურთს თამაშობს.

მუნდიალზე ადვილი მატჩები არ არის. საუდის არაბეთმა დაგვამარცხა და ამას არავინ ელოდა. შეგიძლიათ წააგოთ მაშინაც კი, როცა კარგად თამაშობთ. ვინც ფიქრობს, რომ ავსტრალიასთან ადვილი შეხვედრა გვექნება, ძალიან ცდება.

ჩვენ კარგი თამაში ჩავატარეთ და ამნაირადვე უნდა გავაგრძელოთ. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ჩვენ ჯერ ტურნირის ფავორიტები არ ვართ. ჩვენ, უბრალოდ, ძლიერი გუნდი ვართ, რომელიც ბოლომდე ბრძოლას აპირებს. უადგილოა იმის ფიქრი, რომ რადგან დღეს გავიმარჯვეთ, ჩემპიონები გავხდებით“, – ციტირებს სკალონის სიტყვებს არგენტინის ნაკრების პრესსამსახური.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩი არგენტინასა და ავსტრალიას შორის შაბათს, 3 დეკემბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.