არგენტინის ნაკრების მწვრთნელი - მესისთან დიდი ხანია არ მილაპარაკია
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი - მესისთან დიდი ხანია არ მილაპარაკია

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ კომენტარი გაუკეთა პრესის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი აპირებს ეროვნულ გუნდში დაბრუნებას.

ახალგაზრდა სპეციალისტის სიტყვებით, მას გარკვეული პერიოდი არ აქვს კავშირი ფეხბურთელთან.

„მესი ნაკრებში? უკვე კარგა ხანია, არ მაქვს მასთან კონტაქტი, მას ორი დღის შემდეგ მნიშვნელოვანი თამაში აქვს „რეალთან“. ვნახოთ, შეძლებს თუ არა მოედანზე გასვლას“.

უფრო ადრე დაიწერა, რომ 31 წლის ფორვარდმა უკვე აცნობა ნაკრების ხელმძღვანელობას იმის შესახებ, რომ დაბრუნება აქვს დაგეგმილი. ვარაუდობენ, რომ მესი 22 მარტს, ვენესუელას წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ითამაშებს.

ლიონელ მესიმ ნაკრებში პაუზა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ აიღო. მაშინ, არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთთან მერვედფინალური მატჩი წააგო – 3:4.