არგენტინის ნაკრების მეკარე - საფრანგეთთან ჩვენი მთავარი უპირატესობა მესია #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების მეკარე - საფრანგეთთან ჩვენი მთავარი უპირატესობა მესია #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა საფრანგეთის ნაკრებთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩზე კომენტარი გააკეთა და ყურადღება საკუთარი გუნდის უპირატესობაზე გაამახვილა.

„ჩვენ გვაქვს უპირატესობა, რადგან არგენტინის ნაკრებს ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. რაც შეეხება იმას, უკან რამდენი ფეხბურთელი გვეყოლება, ოთხი ან ხუთი მცველით თამაშში დიდ სხვაობას ვერ ვხედავ. საფრანგეთის ნაკრები ძლიერი და საშიში გუნდია და ბევრისთვის ფავორიტია. ჩვენ თავს ვინმეზე ნაკლებ გუნდად არ ვგრძნობთ, მაგრამ არგენტინის ნაკრებს არავისზე მაღლა არ ვაყენებთ. ორივე ნაკრებში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები არიან.

მე ვნახე ლეო მესის თამაში ამერიკის თასზე, სადაც ის გამორჩეული იყო, მაგრამ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ის კიდევ უკეთესია – ფიზიკურად და ფეხბურთის თვალსაზრისით. ეს დიდ ენერგიას და იმედს გვაძლევს“ – თქვა მარტინესმა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის ხვალ, 18 დეკემბერს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.