არგენტინის ნაკრების მცველი ვალენტინ ბარკო „ჩელსიში“ ითამაშებს #1TVSPORT
არგენტინელი მცველი ვალენტინ ბარკო კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. ტრანსფერი უკვე დადასტურდა და 21 წლის მოთამაშე ინგლისელთა წინასასეზონო შეკრებაზე გაემგზავრება.
„ჩელსიმდე“ იგი „სტრასბურში“ თამაშობდა, სადაც 2024 წლიდან მოყოლებული 58 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.
„ბოკა ხუნიორსის“ აღზრდილს წარსულში „ბრაიტონისა“ და „სევილიას“ რიგებშიც უთამაშია, არგენტინის ნაკრების მაისურით კი 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვალენტინ ბარკო არგენტინის ნაკრების განაცხადში იყო.