არგენტინის ნაკრების დამრიგებელი საავადმყოფოში მოხვდა

17:28, 09.04.2019

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი საავადმყოფოში მოხვდა. გაზეთ ინდეპენდენტის ინფორმაციით, 40 წლის სკალონი ველოსიპედით სეირნობდა კუნძულ მალიორკაზე, როდესაც მას ავტომობილი დაეჯახა. მწვრთნელი საავადმყოფოში გადაიყვანეს – მან სახისა და სხეულის დაზიანებები მიიღო – ძირითადად, მსუბუქი ჭრილობები. ამას ადასტურებს არგენტინული მედიაც.

სკალონიმ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა. 29 ნოემბერს მან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ხელმძღვანელობით არგენტინა ზაფხულში კოპა ამერიკაზე ითამაშებს.

მსგავსი