არგენტინელმა კომენტატორმა საფრანგეთს „აფრიკული ქვეყანა“ უწოდა #1TVSPORT
არგენტინელმა კომენტატორმა საფრანგეთს „აფრიკული ქვეყანა“ უწოდა #1TVSPORT

არგენტინული ტელეარხის DirectTvSports-ის კომენტატორმა საფრანგეთისა და სენეგალის ნაკრებების მატჩისას საფრანგეთს „აფრიკული ქვეყანა“ უწოდა.

გამოცემა Onze Mondial იტყობინება, რომ მატჩის შესვენებისას არგენტინული არხის კომენტატორმა თქვა: „პირველი ტაიმის დასასრული ნიუ ჯერსიში. ნული საფრანგეთს, ნული სენეგალს. ჯერჯერობით ორი აფრიკული ქვეყანა ფრედ თამაშობს“.

2024 წლის ივლისში, კოპა ამერიკას ფინალის მოგების შემდეგ, რამდენიმე არგენტინელი ფეხბურთელი ავტობუსში მღეროდა შეურაცხმყოფელ სიმღერას ფრანგი ფეხბურთელების წარმოშობაზე.

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო მატჩში სენეგალი 3:1 დაამარცხა.