არგენტინელი ვუნდერკინდისთვის ბრძოლაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსიც“ ჩაებნენ #1TVSPORT
არგენტინელი ვუნდერკინდისთვის ბრძოლაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსიც“ ჩაებნენ #1TVSPORT

არგენტინული „რივერ პლეიტის“ შემტევი ნახევარმცველი ფრანკო მასტანტუონო ევროპული კლუბების მხრიდან სერიოზული დაინტერესების ქვეშ აღმოჩნდა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „ჩელსიმ“ შეავსეს 17 წლის ტალანტზე მონადირე პრეტენდენტთა სია, – იტყობინება Sky Sports-ი.

უფრო ადრე მასტანტუონოს მიმართ ინტერესი გამოამჟღავნეს „ატლეტიკომ“ და „ბარსელონამ“, გასულ წელს კი არგენტინელს მადრიდის „რეალი“ აკვირდებოდა.

მასტანტუონო მეორე სეზონს ატარებს პროფესიულ დონეზე. „რივერ პლეიტის“ პირველ გუნდში მან ყველა ტურნირზე 53 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. არგენტინულ გრანდთან მისი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მასტანტუონოს გამოსასყიდი თანხა 45 მილიონ ევროს შეადგენს.