არგენტინელი მწვრთნელი - მესი ნაკრებიდან უნდა გააგდონ
არგენტინელი მწვრთნელი - მესი ნაკრებიდან უნდა გააგდონ

ცნობილმა არგენტინელმა სპეციალისტმა, კარუსო ლომბარდიმ განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი შეგნებულად თამაშობს ცუდად, რათა პოსტი დააკარგვინოს მთავარ მწვრთნელ ხორხე სამპაოლის. მანვე დაამატა, რომ მესი ყოველთვის ცდილობს, შეარჩიოს მხოლოდ ისეთი გარემოცვა, რომელიც მას მოსწონს.

„მესიმ შვიდი მწვრთნელი გამოიცვალა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის შეგნებულად თამაშობს ცუდად, რათა სამპაოლი ცეცხლში გახვიოს. ლეო ნაკრებიდან უნდა გააგდონ, რადგან ის არაფერზე ზრუნავს. მესის უნდა, რომ მის გარშემო მხოლოდ ის ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც უყვარს და არა ის ფეხბურთელები, რომლებიც მართლა საუკეთესონი არიან“, – მოჰყავს ლომბარდის სიტყვები გაზეთ Marca-ს​.

კარუსო ლომბარდი ამჟამად „ტიგრეს“ მთავარ მწვრთნელად მუშაობს.

არგენტინის ნაკრები ერთი ქულით D ჯგუფში ბოლო ადგილზეა და 26 ივნისს ნიგერიის წინააღმდეგ უწევს შეხვედრა.

დატოვე კომენტარი