არგენტინელი მეკარე ხერონიმო რული „მანჩესტერ სიტიში“ ითამაშებს #1TVSPORT
არგენტინელი მეკარე ხერონიმო რული „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელია. 34 წლის მოთამაშე ინგლისურ გუნდში ფრანგული „მარსელიდან“ გადაბარგდა.
მხარეებს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რული ინგლისურ გუნდში 2028 წლის 30 ივნისის ჩათვლით ითამაშებს. აღნიშნული გარიგების სანაცვლოდ მანჩესტერელებმა დაახლოებით 2 მილიონი ევრო გადაიხადეს.
რული 2016 წელსაც ირიცხებოდა „სიტის“ შემადგენლობაში, თუმცა მაშინ პირველი გუნდის მაისურით არ უთამაშია. თავისი საფეხბურთო კარიერის მანძილზე, ხერონიმო რული „რეალ სოსიედადის“, „ვილიარეალის“, „მონპელიეს“, „აიაქსისა“ და „მარსელის“ რიგებში გამოდიოდა.