არგენტინელი ჟურნალისტი - მარადონა გულის გარეშე დაკრძალეს #1TVSPORT
არგენტინელი ჟურნალისტი - მარადონა გულის გარეშე დაკრძალეს #1TVSPORT

არგენტინელმა ექიმმა, მწერალმა და ჟურნალისტმა ნელსონ კასტრომ განაცხადა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა გულის გარეშე დაკრძალეს.

„იყო რადიკალურად განწყობილი საფეხბურთო ფანების ჯგუფი, რომელიც წარმოადგენდა კლუბს „ხიმნასია ლა-პლატას“. მათ მარადონას გულის ამოღება და გატაცება სურდათ. ამის დაშვება არ შეიძლებოდა, ხალხმა შეიტყო მათი განზრახვა და წინასწარ ამოიღო გული.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ასევე გულის შესწავლა გახდა. ეს ორგანო ძალიან მნიშვნელოვანი იყო სიკვდილის მიზეზის განსაზღვრისთვის.

სამწუხაროდ, დიეგო დამოკიდებული იყო ყველაფერზე, რაც მას ღუპავდა, თუმცა სხვები გაცილებით ადრე მოკვდებოდნენ. მარადონას გასაოცრად ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა. პრობლემა იმაშია, რომ მას არასოდეს უნდოდა სრულად გამკლავებოდა ყველა ნეგატიურ ფაქტორს.

მარადონას გული ნახევარ კილოგრამს იწონიდა. ის ძალიან დიდი იყო. ჩვეულებრივ, გული 300 გრამს იწონის. მართალია, ის სპორტსმენი იყო და მათ, ჩვეულებრივ, სხვებზე დიდი გული აქვთ, აქ მიზეზი მხოლოდ ეს არ არის. საქმე გულის უკმარისობაში იყო“, – აღნიშნა კასტრომ El Trece-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის გარდაიცვალა. სხეულის გაკვეთამ აჩვენა, რომ ფეხბურთელის გული ნორმაზე ორჯერ დიდი იყო.