არგენტინაში შეიტყვეს დეტალები ლიონელ მესის მომავლის შესახებ #1TVSPORT
„ინტერ მაიამის“ ფორვარდი ლიონელ მესი დარჩება ამერიკულ გუნდში და საფეხბურთო კარიერას MLS-ში დაასრულებს. ამის შესახებ დაწერა ESPN-ის არგენტინელმა ჟურნალისტმა კლაუდიო მონტერომ.
წყაროს ცნობით, სხვადასხვა ჭორის მიუხედავად, არგენტინელი არ აპირებს „ინტერ მაიამიდან“ წასვლას. ამ გუნდთან ის 2026 წლის ბოლომდე გააგრძელებს კონტრაქტს, რის შემდეგაც დაასრულებს კარიერას.
ლიონელ მესი „ინტერ მაიამიში“ 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდეა ძალაში.