არგენტინაში ორ კათოლიკე მღვდელს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 42 და 45-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
არგენტინაში ორ კათოლიკე მღვდელს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 42 და 45-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

არგენტინაში ორ კათოლიკე მღვდელს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 42 და 45-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გამოძიებამ მტკიცებულებები 28 საქმეზე შეაგროვა. სასამართლო დებატების დროს დაზარალებულები თითოეული მათგანისთვის მაქსიმალურ, 50-წლიან პატიმრობას ითხოვდნენ.

სასამართლომ დამნაშავედ ცნო საეკლესიო სკოლის მებაღეც, რომელსაც 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

83 წლის იტალიელი ნიკოლა კორადი და 59 წლის ჰორაციო კორბაჩო პოლიციამ 2016 წელს დააკავა.