არგენტინაში კომერციულ ავიარეისებზე ბილეთების ყიდვა-გაყიდვა სექტემბრამდე აიკრძალა
არგენტინაში კომერციულ ავიარეისებზე ბილეთების ყიდვა-გაყიდვა სექტემბრამდე აიკრძალა

არგენტინაში კომერციულ ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა და შეძენა პირველ სექტემბრამდე აიკრძალა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მთავრობის გადაწყვეტილებას უკვე აკრიტიკებენ ადგილობრივი ავიაკომპანიები, რომლებიც აცხადებენ, რომ მსგავსი აკრძალვა ავიახაზებისა და აეროპორტებისთვის „კოვიდ-19“-ის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალთან გამკლავებას კიდევ უფრო გაართულებს, თუმცა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის სპიკერი, ალბერტო ფერნანდესი აცხადებს, მთავრობასა და ავიახაზების სექტორს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი არსებობს.

როგორც მთავრობაში აცხადებენ, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, შეწყდეს ავიაბილეთების გაყიდვა ისეთი კომპანიების მიერ, რომლებსაც არგენტინის მიწაზე შესვლის ავტორიზაცია ჯერ არ აქვთ.

არგენტინაში ქვეყნის საზღვრები მარტიდან ჩაკეტილია. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 3,892 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის, 192 ადამიანი გარდაიცვალა.