არგენტინაში იციან, რომ „ბარსელონას“ ახალი მწვრთნელი გალიარდო გახდება

13:28, 07.11.2019

არგენტინელმა მწვრთნელმა კლაუდიო ბორხიმ განაცხადა, რომ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი მარსელო გალიარდო გახდება, რომელიც ამჟამად „რივერ პლეიტს“ ავარჯიშებს.

„დეკემბერში გალიარდო სათავეში ჩაუდგება „ბარსელონას“. მე ეს პირდაპირი წყაროსგან ვიცი“, – განაცხადა ბორხიმ ტელეარხ CDF-ის ეთერში.

ესპანური პრესის ინფორმაციით, გუნდში ამ მწვრთნელის ხილვა „ბარსელონას“ ლიდერ ლიონელ მესის სურს.

მარსელო გალიარდო „რივერ პლეიტს“ 2014 წლიდან ავარჯიშებს. მან ორჯერ მოიგო კლუბთან ერთად ლიბერტადორესის თასი. 23 ნოემბერს, „რივერ პლეიტი“ ამ ტურნირის ფინალში „ფლამენგოს“ წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი