არგენტინაში დიეგო მარადონას უკანასკნელი ვიდეო უჩვენეს [ვიდეო]
არგენტინაში დიეგო მარადონას უკანასკნელი ვიდეო უჩვენეს [ვიდეო]

არგენტინულმა ტელეარხმა Cronica TV-მ გამოაქვეყნა ვიდეო ლეგენდარული დიეგო მარადონას მონაწილეობით. ჩანაწერი გაკეთებულია ფეხბურთელის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღით ადრე, ტვინზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ.

ეს ვიდეო მარადონას სიცოცხლეში ბოლო ჩანაწერად არის მიჩნეული.

„ნაიარევი დამრჩა, მაგრამ წესრიგში ვარ. საერთოდ, არ მომწონს ასეთი ინტიმური მომენტები, მაგრამ კარგი ადამიანების გარემოცვაში ვიხსნები. გკოცნი, ლუკე“, – ვიდეოში მარადონა თავის ექიმს ლეოპოლდო ლუკეს მიმართავს.

ლეგენდა გულის შეტევით 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.