არგენტინაში, დიდი ოცეულის სამიტზე ტრამპი და პუტინი სავარაუდოდ შეხვედრას გამართავენ
არგენტინაში, დიდი ოცეულის სამიტზე ტრამპი და პუტინი სავარაუდოდ შეხვედრას გამართავენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ ერთმანეთს არგენტინაში, დიდი ოცეულის სამიტზე ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა გააკეთა. უშაკოვის თქმით, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის პარიზში მოკლე შეხვედრა შედგება, არგენტინაში კი ხანგრძლივი და საფუძვლიანი.

პუტინის თანაშემწემ აღნიშნა, რომ შეხვედრასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

დიდი ოცეულის სამიტი არგენტინაში 30 ნოემბერს დაიწყება და ორ დღეს გაგრძელდება.

არგენტინამდე რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები ერთმანეთს 11 ნოემბერს პარიზში შეხვდებიან.