არგენტინას კოპა ამერიკას მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს #1TVSPORT
არგენტინას კოპა ამერიკას მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს #1TVSPORT

არგენტინა ვერ შეძლებს 2021 წელს კოპა ამერიკას მასპინძლობას. სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაციამ (CONMEBOL) ტურნირის სხვა ქვეყანაში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.

„კონფედერაცია აანალიზებს სხვა ქვეყნების წინადადებებს, რომლებმაც გამოთქვეს კონტინენტალური ტურნირის ჩატარების ინტერესი. სიახლე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

თავდაპირველი ჩანაფიქრით, კოპა ამერიკა არგენტინასა და კოლუმბიაში უნდა გამართულიყო. კოლუმბიას მატჩების მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციისა და კორონავირუსის პანდემიის გამო. არგენტინაში კი კორონავირუსის გახშირებული შემთხვევებისა და მაღალი სიკვდილიანობის გამო აკრძალეს მატჩების ჩატარება.

ვარაუდობენ, რომ კოპა ამერიკას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარებენ.