არგენტინამ ურუგვაის სტუმრად მოუგო, მესიმ 15 წუთი ითამაშა - ყატარი 2022, სამხრეთ ამერიკა [ვიდეო] #1TVSPORT
არგენტინამ ურუგვაის სტუმრად მოუგო, მესიმ 15 წუთი ითამაშა - ყატარი 2022, სამხრეთ ამერიკა [ვიდეო] #1TVSPORT

სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ტურნირზე დასრულდა მე-13 ტური. ბოლო მატჩში არგენტინის ნაკრებმა სტუმრად 1:0 მოუგო ურუგვაის ანხელ დი მარიას მიერ მე-7 წუთზე გატანილი გოლის წყალობით.

ლიონელ მესიმ შეხვედრაში 76-ე წუთიდან ითამაშა – ეს მისი პირველი გამოჩენა იყო მოედანზე 29 ოქტომბრის შემდეგ.

არგენტინის ნაკრები 26 მატჩია არ აგებს და დღეს ეს არის სანაკრებო დონეზე ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია. ურუგვაი კი ზედოზედ მესამედ დამარცხდა და მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

 

თ        მ       ფ      წ            ბ            ქ

  1. ბრაზილია          12       11       1        0       27:4        34
  2. არგენტინა          12        8       4        0       20:6       28
  3. ეკვადორი           13        6       2        5       21:13      20
  4. ჩილე                    13        6       4        5       15:14       16
  5. კოლუმბია          13        3       7        3       16:17       16
  6. ურუგვაი             13        4       4        5       14:18       16
  7. პერუ                    13        4       2         7       13:19       14
  8. პარაგვაი             13         2      6         5       9:18         12
  9. ბოლივია            13         3       3        7       17:28       12
  10. ვენესუელა         13         2       1       10        8:23        7მომდევნო ტური

    სამშაბათი, 16 ნოემბერი

    ბოლივია-ურუგვაი                   23:00

    ოთხშაბათი, 17 ნოემბერი

    კოლუმბია-ურუგვაი                03:00

    ვენესუელა-პერუ                      03:00

    არგენტინა-ბრაზილია             03:30

    ჩილე-ეკვადორი                        04:15