არგენტინამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე მატჩი მოიგო, ტუნისმა ირანს სძლია (ვიდეო)
არგენტინამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე მატჩი მოიგო, ტუნისმა ირანს სძლია (ვიდეო)

მეორე შეხვედრა გამართა B ჯგუფში არგენტინის ეროვნულმა გუნდმა. სამხრეთამერიკელებმა ნიგერიას 13 ქულის სხვაობით, 94-81 სძლიეს. გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო ლუის სკოლა გამოდგა. 23 ქულითა და 10 მოხსნით მან ორმაგი დუბლი გაიფორმა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა პატრისიო გარინომ, ფაკუნდო კამპასომ კი საკუთარ გუნდს 14 ქულა შესძინა. აფრიკელთა რიგებში ყველაზე მეტი, 18 ქულა, ჯოშ ოკოჯის ანგარიშზეა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმა ტუნისის ეროვნულმა გუნდმა, რომელმაც ირანს 79-67 მოუგო. ტუნისელთა შორის ყველაზე შედეგიანი 22 ქულითა და 15 მოხსნით სალაჰ მეჯრი გამოდგა. 16-16 ქულა დააგროვეს მიხაელ როლმა და მაკრამ ბენ რომდჰანმა. ირანელთა რიგებში 18 ქულის ჩაგდება მოახერხა აარონ გერამიპურმა.