არგენტინამ „კოპა ამერიკასთვის“ საბოლოო შემადგენლობა დაასახელა
არგენტინამ „კოპა ამერიკასთვის“ საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

მილანის „ინტერის“ ფორვარდი მაურო იკარდი ვერ ითამაშებს 2019 წლის კოპა ამერიკაზე. ის არ შეიყვანეს საბოლოო განაცხადში იმის მიუხედავად, რომ მანამდე გაფართოებულ სიაში მოახვედრეს.

არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის საბოლოო არჩევანი ასე გამოიყურება:

მეკარეები – ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ესტებან ანდრადა (ბოკა ხუნიორსი), აგუსტინ მარკესინი (ამერიკა);
მცველები – ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), რამირო ფუნეს მორი (ვილიარეალი, ესპანეთი), მარკუს აკუნია (სპორტინგი, პორტუგალია), ხუან ფოიტი (ტოტენჰემი, ინგლისი), ხერმან პეცელია (ფიორენტინა, იტალია), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ჰოლანდია), რენცო სარავია (რასინგ აველიანედა);
ნახევარმცველები – როდრიგო დე პაული (უდინეზე, იტალია), გვიდო როდრიგესი (ამერიკა, მექსიკა), ჯოვანი ლო სელსო (ბეტისი, ესპანეთი), ლეანდრო პარედესი, ანხელ დი მარია (ორივე – პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ესეკილ პალასიოსი (რივერ პლეიტი), რობერტო პერეირა (უოტფორდი, ინგლისი);
ფორვარდები – ლიონელ მესი (ბარსელონა, ესპანეთი), პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), მატიას სუარესი (რივერ პლეიტი), ანხელ კორეა (ატლეტიკო, ესპანეთი).

კოპა ამერიკა ბრაზილიაში 14 ივნისიდან შვიდ ივლისამდე გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე არგენტინა კოლუმბიის, პარაგვაისა და ყატარის წინააღმდეგ ითამაშებს.