არგენტინამ ისლანდიასთან შემადგენლობა დაასახელა

22:04, 15.06.2018

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ პრესკონფერენციაზე შაბათის ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ შაბათის მატჩისთვის თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობა წაიკითხა

მისი თქმით, შემადგენლობის დამალვას აზრი არ ჰქონდა.

მინდორზე პირველი წუთებიდან გავლენ: კაბალიერო, სალვიო, ოტამენდი, როხო, ტალიაფიკო, მესა, მასკერანო, ბილია, დი მარია, მესი, აგუერო.

„რატომ დაასახელეთ შემადგენლობა წინასწარ? ისლანდია არ მიგაჩნიათ ძლიერ მეტოქედ?” – ჰკითხეს სამპაოლის.

„უბრალოდ, ოთხშაბათიდან ვიცოდით, როგორ ვითამაშებდით. ვმუშაობდით ამ შემადგენლობით. არ მგონია, რომ ამისგან საიდუმლო უნდა შეგვექმნა”, – უპასუხა სამპაოლიმ.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!

მსგავსი