არგენტინამ და ურუგვაიმ 2:2 ითამაშეს
არგენტინამ და ურუგვაიმ 2:2 ითამაშეს

ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრა ფრედ – 2:2 დასრულდა.

ურუგვაელები წინ 34-ე წუთზე გავიდნენ ედინსონ კავანის გოლით. არგენტინამ 68-ე წუთზე გაათანაბრა, როცა სერხიო აგუერომ ლიონელ მესის პასით გაიტანა. ხუთი წუთის შემდეგ, ლუის სუარესმა ისევ წინ გაიყვანა ურუგვაი, თუმცა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს – კომპენსირებულ დროში მესიმ ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

არგენტინა: ანდრადა, სარავია, ოტამენდი, პეცელია, ტალიაფიკო, პარედესი (ნიკოლას გონსალესი, 79), დე პაული (გიდო, 88), აკუნია (დომინგესი, 68), დიბალა (მარტინესი, 76), მესი, აგუერო.

ურუგვაი: კამპანია, კასერესი, კოატესი (ჯოვანი გონსალესი, 17), გოდინი, ვინია, ტორეირა, ვესინო, ვალვერდე (ბენტანკური, 75), ლოსანო (ბრავო, 88), კავანი (ლაკსალტი, 56), სუარესი.