არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია, ბრაზილია მეორეა, ესპანეთი - მესამე #1TVSPORT
არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია, ბრაზილია მეორეა, ესპანეთი - მესამე #1TVSPORT

არგენტინის ნაკრები სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფავორიტთა რეიტინგს გაზეთ „გარდიანის“ ვერსიით.

„ოთხი წლის წინ, არგენტინა რუსეთიდან შინ სრული კრახით დაბრუნდა. ახლა ისინი საუკეთესო ფორმაში იმყოფებიან და შესანიშნავი ისტორია იქნება, თუ ლიონელ მესი თავის ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ტიტულს მოიპოვებს.

ლიონელ სკალონის გუნდს არც ერთი მატჩი არ წაუგია კვალიფიკაციაში, თუმცა ერთი მატჩი რჩებათ ბრაზილიასთან, რომელსაც შარშან მოუგეს და 1993 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვეს კოპა ამერიკაზე, გარდა ამისა, ფინალისიმაში გაანადგურეს იტალია. იქნებ შეწყდეს 36 წლიანი წარუმატებელი სერია?“ – წერია სტატიაში.

გაზეთის ვერსიით TOP10 ფავორიტის სია ასე გამოიყურება:

  1. არგენტინა
  2. ბრაზილია
  3. ესპანეთი
  4. ნიდერლანდები
  5. გერმანია
  6. საფრანგეთი
  7. დანია
  8. ბელგია
  9. პორტუგალია
  10. ინგლისი

სენეგალის ნაკრებმა რეიტინგში მე-11 ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.