არგენტინა მერვედფინალშია! (ვიდეო)

დასრულდა კიდევ ერთი დრამატული საღამო მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელმაც კიდევ ორი მერვედფინალური წყვილი გამოავლინა. სანქტ-პეტერბურგის სტადიონზე ერთმანეთს ნიგერიისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.აფრიკელები მხოლოდ საკუთარ თავზე იყვნენ დამოკიდებულნი და ამ მატჩის მოგების შემთხვევაში მერვედფინალში გადიოდნენ. რაც შეეხება არგენტინას, მასაც მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ისლანდია ხორვატიას ვერ მოუგებდა.

ანგარიში პირველი ტაიმის მე-14 წუთზე გაიხსნა, მას შემდეგ რაც ლიონელ მესიმ ევერ ბანეგას შესანიშნავი პასი შეირგო და ნიგერიელთა მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა, მეორეში კი ნიგერიელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. თურქი მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ვიქტორ მოზესმა უშეცდომოდ შეასრულა – 1-1. ამ ანგარიშით არგენტინა ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადიოდა მომდევნო ეტაპზე, ამიტომ სამხრეთამერიკელებმა დიდი ძალებით შეუტიეს მეტოქეს და ძირითადი დროის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კარში მარკოს როხომ გადაგზავნა.

იმის გამო, რომ პარალელურ თამაშში ხორვატიამ ისლანდია დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე არგენტინის ნაკრები გავიდა. ლიონელ მესი და კომპანია მერვედფინალში საფრანგეთს შეხვდებიან.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!