არეულობის საფრთხის გამო, ვაშინგტონის მონუმენტი 24 იანვრამდე დახურეს
არეულობის საფრთხის გამო, ვაშინგტონის მონუმენტი 24 იანვრამდე დახურეს

აშშ-ში არეულობის საფრთხის გამო, ვაშინგტონის მონუმენტი 24 იანვრამდე დახურეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პარკების ეროვნული სამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პარკის რესურსების დასაცავად, შესაძლოა, ასევე დროებით აიკრძალოს წვდომა გზებზე და ავტოსადგომებზე ეროვნული სავაჭრო ცენტრისა და პარკების ტერიტორიაზე.

„2021 წლის 6 იანვრის არეულობებში მონაწილე ჯგუფები კვლავ საფრთხეს უქმნიან პრეზიდენტის ინაუგურაციას 2021 წლის 20 იანვარს. ამასთან დაკავშირებით, ეროვნული პარკის სამსახური შეაჩერებს ვაშინგტონის მონუმენტთან ვიზიტებს 2021 წლის 11-დან 24 იანვრამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი