არეულობა და მუშტი-კრივი სპორტის სასახლეში
არეულობა და მუშტი-კრივი სპორტის სასახლეში

დღეს, გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას, სერიოზულ ექსცესს ჰქონდა ადგილი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ფინალური ბლოკის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს რობერტ კობლიაშვილი და ზურაბ დათუნაშვილი ხვდებოდნენ (87 კგ), დასრულებამდე 14 წამით შეწყდა.

ზურაბ დათუნაშვილმა, რომელიც ამ დროისთვის ბრძოლას აგებდა (1-2) მსაჯების მიმართ პრეტენზიების გამოთქმა დაიწყო, რასაც მისი სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წარმომადგენელი შეუერთდა.

რამდენიმე წუთში კი არეულობა უკვე ტრიბუნებს გადაედო, სადაც ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.

ჩხუბში სპორტსმენებიც ჩაერთნენ, რის შედეგადაც, რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია, სავარაუდოდ, ამ ფაქტის თაობაზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.