Areanapoli - კვარამ ფეხბურთი დახატა და სკეპტიკოსები აიძულა, გაჩუმებულიყვნენ #1TVSPORT
Areanapoli - კვარამ ფეხბურთი დახატა და სკეპტიკოსები აიძულა, გაჩუმებულიყვნენ #1TVSPORT

ნეაპოლურმა გამოცემამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა. ავტორი „ნაპოლის“ ჩემპიონობასა და ბოლო ტურში „ფიორენტინას“ დამარცხებაში ქართველი თავდამსხმელის წვლილს გამოარჩევს.

კვარამ ფეხბურთი დახატა და სკეპტიკოსები აიძულა, გაჩუმებულიყვნენ

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია „ფიორენტინასთან“ შეხვედრის მეორე ტაიმში მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა.

„ვინც დაღლილ ან გაუფერულებულ ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობდა, უნდა დაფიქრებულიყო, როცა „ფიორენტინას“ წინააღმდეგ თავდამსხმელის ქმედებები ნახა. ქართველი მოედანზე თამაშის მეორე ნახევარში შევიდა და მწყობრიდან გამოიყვანა მეტოქის წარუმატებელი დაცვა.

მან მოიპოვა პენალტი, რომელიც ვიქტორ ოსიმენმა შეასრულა. ხვიჩა ხშირად ქმნიდა რიცხვობრივ უპირატესობას. კიდევ რა შეგიძლიათ, მოსთხოვოთ მას? ქართველმა თავისი ღირსება კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

ლუჩანო სპალეტიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის ბოლოს თქვა: „ნეაპოლი სასწაულების ქალაქია, მან სკუდეტოს მოგების საშუალება მომცა“. ეს არის გადაჭარბებული მოკრძალება, რომელიც, რეალურად, შეიცავს მცირე ტყუილს. მწვრთნელმა რუსეთის ორი ჩემპიონატი მოიგო. სასწაულებზე ნუ ვილაპარაკებთ. მას „ნაპოლიმდე“ არასდროს ჰყოლია ისეთი ძლიერი გუნდები, რომ სკუდეტო მოეგო. სპალეტი ამ სეზონში წარმატებული იყო იმით, რომ მაქსიმალურად გამოიყენა ის მოთამაშეები, რომლებიც კლუბმა დაიმატა“, – წერს Areanapoli.