„არეა ნაპოლი“ - კონტესთვის კვარაცხელია შეუცვლელია და მისი ახალი კონტრაქტი აფიქრებს #1TVSPORT
„არეა ნაპოლი“ - კონტესთვის კვარაცხელია შეუცვლელია და მისი ახალი კონტრაქტი აფიქრებს #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ჰყავს სამი ხელშეუხებელი მოთამაშე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია, რომლის მომავალიც ძალიან აწუხებს – ამის შესახებ „არეა ნაპოლი“ წერს.

„ანტონიო კონტე დროთა განმავლობაში უფრო ძლიერი გუნდის შექმნაზე ფიქრობს. საამისოდ პირველი ნაბიჯი ზაფხულში გადადგა, რაც მომავალი რევოლუციური ცვლილებებისთვის მომზადებას გავდა.

„ნაპოლის“ მწვრთნელს სამი ხელშეუხებელი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთა გუნდში დარჩენა მომავალშიც სურს. მათ შორისაა გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო – არა მხოლოდ ღირებული მცველი, არამედ გასახდელში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მიმდინარე სეზონში ის ჩვეულ სათამაშო ფორმას დაუბრუნდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა.

კიდევ ერთი ხელშეუხებელი მოთამაშეა სტანისლავ ლობოტკა – საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც მწვრთნელისთვის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა, მომავლის გუნდში კონტე სლოვაკ ფეხბურთელს გვერდს ვერ აუვლის.

მესამე ხელშეუხებელი მოთამაშეა ხვიჩა კვარაცხელია. ანტონიო კონტე ყურადღებთ ადევნებს თვალს „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებებს და იმედოვნებს, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ“, – წელს იტალიური გამოცემა.