„არეა ნაპოლი“ - კონტე კვარაცხელიას ცივად დაემშვიდობა, რადგან ქართველის მოულოდნელი წასვლა ძალიან ეწყინა #1TVSPORT
„არეა ნაპოლი“ - კონტე კვარაცხელიას ცივად დაემშვიდობა, რადგან ქართველის მოულოდნელი წასვლა ძალიან ეწყინა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია დღეს პარიზში გაემგზავრება. მანამდე ის კასტელ ვოლტურნოში გუნდის ბაზას ესტუმრა, სადაც მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე საკმაოდ ცივად დაემშვიდობა, – ინფორმაციას ამის შესახებ „არეა ნაპოლი“ ავრცელებს.

„ხვიჩა კვარაცხელია პარიზში გაემგზავრება, მანამდე კი კასტელ ვოლტურნოში კარიერაში უკანასკნელად ესტუმრა სპორტულ ცენტრს. ვარჯიშში ის კუნთების ტკივილის გამო არ მონაწილეობდა. ამით დასრულდა მისი თავგადასავალი ნეაპოლში.

ხვიჩას საშუალება ჰქონდა, შეხვედროდა თანაგუნდელებს. ეს სევდიანი, მაგრამ ემოციური მომენტი იყო. ქართველი კარგი ადამიანია, თუმცა მისმა მოულოდნელმა წასვლამ გუნდში ბევრი იმედგაცრუებული დატოვა. ანტონიო კონტემ ის საკმაოდ ცივად მოიკითხა, რადგან ფეხბურთელის მოულოდნელი გადაწყვეტილება ძალიან ეწყინა.

„პარი სენ-ჟერმენი“ და „ნაპოლი“ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მუდმივად კონტაქტზე იყვნენ, რათა ქართველის ტრანსფერის დაესრულებინათ. ხვიჩას გარემოცვა უკვე შეუთანხმდა პარიზულ კლუბს ხუთწლიან პირად ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც, ის სეზონში 9 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით, ასევე გათვალისწინებულია ბონუსებიც“, – წერს „არეა ნაპოლი“.