არდაზიშვილი ყაზახეთში ითამაშებს  #1TVSPORT
არდაზიშვილი ყაზახეთში ითამაშებს  #1TVSPORT

რატი არდაზიშვილი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს – გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „თელავის“ შემტევმა ნახევარმცველმა „კასპიისკისთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა.

23 წლის ნახევარმცველი თბილისის „ლოკომოტივის“ აღზრდილია. ამ კლუბში შენიშნეს ასაკობრივი ნაკრებების სელექციონერებმა და საქართველოს ყველა (17, 19, და 21-წლამდელ) ნაკრებში ითამაშა.

არაზიშვილი იყო საჩხერეს „ჩიხურას“ ფეხბურთელი. ბოლოს, 2021 წლის იანვარიდან ეროვნული ლიგის გუნდის, „თელავის“ მოთამაშე გახდა. „კასპიისკი“ ქართველი ნახევარმცველის მეორე უცხოური კლუბია – 2020 წელს ის უკრაინული ლვოვის „რუხის“ წევრი იყო, მაგრამ კლუბი მალე დატოვა.

„კასპიისკი“ სეზონისთვის თურქეთში ემზადება და გავრცელებული ფოტოებიდან ცნობილია, რომ არაზიშვილი საკონტროლო შეხვედრებში მონაწილეობდა, მაგრამ ყაზახური კლუბი დეტალებზე ინფრომაციას არ ავრცელებს.