არდა გიულერმა „რეალში“ გადასვლის შემდეგ ტრავმა მესამედ მიიღო #1TVSPORT
არდა გიულერმა „რეალში“ გადასვლის შემდეგ ტრავმა მესამედ მიიღო #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ თურქმა ახალწვეულმა, არდა გიულერმა მორიგი ტრავმა მიიღო.

გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, ამჯერად 18 წლის ნახევარმცველს ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული. თურქმა ფეხბურთელმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო.

ვარაუდობენ, რომ გიულერი, დაახლოებით, ერთ თვეს გამოტოვებს.

„რეალმა“ 18 წლის ვუნდერკინდი ზაფხულში „ფენერბაჰჩედან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ არდას მადრიდულ კლუბში არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

ეს არის გიულერის მესამე ტრავმა „რეალში“ გადასვლის შემდეგ – ივლისში მან ორი თვე გამოტოვა მენისკის დაზიანების გამო, სექტემბერში კი კუნთის სხვა ტრავმის მიზეზით კიდევ ერთი თვით გამოვიდა მწყობრიდან.