არდა გიულერი შეიძლება სერია A-ს ერთ-ერთ ტოპ-კლუბში გადავიდეს #1TVSPORT
არდა გიულერი შეიძლება სერია A-ს ერთ-ერთ ტოპ-კლუბში გადავიდეს #1TVSPORT

ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ არდა გიულერი ზაფხულში დატოვებს მადრიდის „რეალს“. შესაბამისად, ევროპული ტოპ-კლუბები იწყებენ ზრუნვას 20 წლის თურქი შემტევის გადასაბირებლად.

გაზეთ AS-ის ინფორმაცით, „მილანსა“ და „ინტერს“ სურთ 2025 წლის ზაფხულში გარემარბის შეძენა. „ინტერის“ ხელმძღვანელობა პირდაპირ დაუკავშირდა „რეალს“ ფეხბურთელის გარშემო სიტუაციის გასაცნობად.

ჯერჯერობით უცნობია ესპანური კლუბის მხრიდან პასუხის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, მადრიდელებს ჯერ არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება გიულერთან დაკავშირებით. ამ მომენტისთვის უცნობია, დარჩება თუ არა მომავალ სეზონში „რეალის“ მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტი, რასაც შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

თურქ ტალანტზე სხვა პრეტენდენტთა შორის სახელდებიან გერმანული კლუბები – „ლევერკუზენი“ და „ლაიპციგი“.