არდა გიულერი - საქართველოს ნაკრებთან ძალიან კარგად ვითამაშეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ #1TVSPORT
არდა გიულერი - საქართველოს ნაკრებთან ძალიან კარგად ვითამაშეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ #1TVSPORT

თურქეთის ფეხბურთელთა ნაკრების ვარსკვლავმა, არდა გიულერმა კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი E ჯგუფის პირველ ტურში საქართველოში მოგებაზე (3:2).

„საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში მხოლოდ ჩვენთან წააგო, მათ დღეს ისევ მოვუგეთ. ძალიან კარგად ვითამაშეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ, რომელსაც ვგეგმავდით.

ეს საჩუქარი იყო თურქი ხალხისთვის. ბოლო დღეებში ჩვენი ქვეყანა კალათბურთისა და ფრენბურთის ნაკრებებმაც გამარჯვებებით გაახარეს. გვინდა, რომ ესპანეთთანაც მოვიგოთ და წარმატებული სვლა განვაგრძოთ.

მეორე ტურის მატჩი ძალიან რთული იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე ესპანელებისთვისაც. ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მოვიგოთ. იმედი მაქვს, ძალიან კარგ თამაშს ჩავატარებთ“.

არდა გიულერმა საქართველოს ნაკრებთან მატჩში საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო მეორე ტაიმში მისი წამოწყებული შეტევა ასევე გოლით დასრულდა.