არდა გიულერი „რეალის“ დატოვებას არ აპირებს #1TVSPORT
არდა გიულერი „რეალის“ დატოვებას არ აპირებს #1TVSPORT

თურქ შემტევ ნახევარმცველს არდა გიულერს კვლავაც მცირე სათამაშო დრო ეძლევა მადრიდის „რეალში“, მაგრამ ფეხბურთელი არაფრის შეცვლას არ აპირებს და ესპანურ გრანდში დარჩენა სურს.

გაზეთ Marca-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთელმა განაცხადა, რომ სერიოზულად აქვს განზრახული „რეალში“ წარმატების მიღწევა. კლუბმა გიულერს მკაფიო გეგმა შესთავაზა, რომლისაც თურქს სჯერა და ამ მიზეზით სურს დარჩენა და ტიტულებისთვის ბრძოლა.

„მე მიყვარს „რეალის“ გულშემატკივრები და მათი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდისთვის მნიშვნელოვანი ნაწილი გავხდი და არ გავჩერდები, სანამ ჩემს მიზნებს არ მივაღწევ“, – აღნიშნა არდა გიულერმა.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 30 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. გასულ სეზონში მის ანგარიშზე მხოლოდ 13 შეხვედრა იყო, მაგრამ ექვსჯერ შეძლო გატანა.