მადრიდის „რეალის“ თურქი ნახევარმცველი არდა გიულერი საკლუბო სეზონის დარჩენილ შეხვედრებს გამოტოვებს.
თურქმა ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა და ამ ტრავმის გამო „სამეფო კლუბს“ მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება.
რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, ამ ეტაპზე მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას – გიულერი სრულად გამოჯანმრთელებას და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გასამართი მუნდიალისთვის მზადყოფნას გეგმავს.
მიმდინარე სეზონში გიულერმა მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში 50 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.