არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია მაღალ დონეზე ჩატარდება
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია მაღალ დონეზე ჩატარდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია მაღალ დონეზე ჩატარდება.

ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე 16 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, კანონმდებლობის ფარგლებში შეკრების უფლება ყველას აქვს.

„პრეზიდენტის ინაუგურაცია მაღალ დონეზე ჩატარდება და საქართველოში პირველი პრეცედენტი შეიქმნება, როცა საპრეზიდენტო მანდატი მოქმედი პრეზიდენტიდან ახალ პრეზიდენტს ევროპული ტრადიციების შესაბამისად გადაეცემა“, – განაცხადა თალაკვაძემ.