არჩილ თალაკვაძე – საპრეზიდენტო თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის განხილვა გუნდში არ ყოფილა

18:02, 23.04.2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასახელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოგონილს უწოდებს.

„საპრეზიდენტო თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის განხილვა გუნდში არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით არანაირი მსჯელობა არ ყოფილა. ვფიქრობ, ეს არის გარკვეული ადამიანების მიერ მოგონილი ცნობა, რომელზეც სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აცხადებს თალაკვაძე.

მსგავსი