არჩილ თალაკვაძე - საჭიროებები, რომელიც კიდევ ერთხელ დავინახეთ, 2019 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება
არჩილ თალაკვაძე - საჭიროებები, რომელიც კიდევ ერთხელ დავინახეთ, 2019 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება

ბიუჯეტი პენსიების მატებასა და სოციალური დახმარების 5-ჯერ ზრდას 2019 წელს იმ ღარიბი ოჯახებისთვის ითვალისწინებს, რომლებსაც არასრულწლოვანი წევრები ჰყავთ. ასევე იგეგმება ხელფასების ზრდა სასაზღვრო პოლიციის, სამაშველო სამსახურის, მეხანძე-მაშველებისა და პოლიციის დაბალი  რანგის  თანამშრომლებისთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი, რომელიც ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი.

„ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულება, განათლება, ჯანდაცვა – ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსებია მობილიზებული, რათა საჭიროებები, რომელიც არჩევნებამდე კიდევ ერთხელ დავინახეთ, მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ 2019 – 2020 წელს პენსიების ზრდა და სოციალური ბენეფიტების განაწილება კიდევ უფრო სამართლიანად მოხდება.

„გრიგოლ ვაშაძის დაპირება, რომ პენსია 400 ლარი იქნება ეს იმდენად უტიფარი სიცრუეა, რომ თვითონ პენსიონერებსას არ შეუძლიათ, დაიჯერონ. თითოეულ პენსიონერს შეუძლია გამოთვალოს, ახლავე პენსიების გაზრდა 400 ლარამდე ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არცერთი სხვა მიმართულებით რესურსი აღარ ექნება. რაც პრაქტიკულად სხვა სფეროებში პროცესების შეჩერებას ნიშნავს. რასაც ხელისუფლება ნამდვილად გააკეთებს, ეს არის, რომ 2019 და 2020 წელსა პენსიების ზრდა და სოციალური ბენეფიტების კიდევ უფრო სამართლიანად განაწილება მოხდება”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.