არჩილ თალაკვაძე - პროცესის პრაგმატული და ძალიან ფრთხილი მართვა არის მნიშვნელოვანი, შეზღუდვების მოხსნას დამატებითი რისკების შექმნა არ უნდა მოყვეს
არჩილ თალაკვაძე - პროცესის პრაგმატული და ძალიან ფრთხილი მართვა არის მნიშვნელოვანი, შეზღუდვების მოხსნას დამატებითი რისკების შექმნა არ უნდა მოყვეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პროცესის პრაგმატული და ძალიან ფრთხილი მართვა არის მნიშვნელოვანი, შეზღუდვების მოხსნას დამატებითი რისკების შექმნა არ უნდა მოყვეს.

თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ეპიდსიტიაცია, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ქვეყანაში არის დამაიმედებელი.

„შენარჩუნებულია ტენდენცია, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. ინფიცირებულთა საერთო ჯამური რაოდენობაც არ არის საგანგაშო. ბუნებრივია, ჩვენ ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივყვეთ შეზღუდვების მოხსნის გეგმას და თანმიმდევრულად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მივიღოთ. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს პროცესის პრაგმატული და ძალიან ფრთხილი მართვა, ვინაიდან შეზღუდვების მოხსნას დამატებითი რისკების შექმნა არ უნდა მოყვეს. ნებისმიერი ცალკეული შეხვედრა, თუ ის სათანადოდ არ იქნება მართული, არ იქნება პრევენციული და ეპიდემიოლოგიური მართვის ღონისძიებები მიღებული, მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შესაძლოა, გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს ამ პროცესის პრაგმატული მართვა. ამას ვაკეთებთ კიდეც ერთიანი კოორდინაციით, რასაც ძალიან ეფექტურად ახორციელებენ ჩვენი ჯანდაცვის სამსახურები, საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.