არჩილ თალაკვაძე ნიუ იორკში ამერიკული კორპორაციის ხელმძღვანელობას შეხვდა, რომელიც ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის აშენებას გეგმავს
არჩილ თალაკვაძე ნიუ იორკში ამერიკული კორპორაციის ხელმძღვანელობას შეხვდა, რომელიც ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის აშენებას გეგმავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ში, ნიუ იორკში ამერიკული კორპორაცია Trammo-ს აღმასრულებელ დირექტორს და მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, Trammo საქართველოში 20 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს ააშენებს, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ბათუმის პორტის გავლით ევროპულ ბაზართან დააკავშირებს. პარლამენტის თავმჯდომარე კორპორაციის მენეჯმენტს საინვესტიციო გარემოს, აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის, საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტების და საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა.

Trammo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ედვარდ ვეინერმა განაცხადა, რომ ინვესტიციის ჩადების გადაწყვეტილება საქართველოს გეოსტრატეგიული პოზიციის, ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს და ქვეყნის სტაბილური მმართველობის გამო მიიღეს.

Forbes-ის მონაცემებით, Trammo ამერიკის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში 58-ე ადგილს იკავებს.