არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებში მთავარი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ სალომე ზურაბიშვილს სულ უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებში მთავარი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ სალომე ზურაბიშვილს სულ უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებში მთავარი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ სალომე ზურაბიშვილს სულ უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხზე განაცხადა. მისი თქმით, ხვალ, ზეგ ბევრად მეტი ადამიანი შეიტანს წვლილს სალომე ზურაბიშვილს კამპანიაში.

„ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებში მთავარი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ კამპანია იკრებს ძალას და სულ უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს.

ახლა აქვთ ზუსტად ყველაზე მეტი მცდელობა, რომ როგორმე საზოგადოება დააკომპლექსონ, ისინი ვერ შეძლებენ ამას. ნახავთ, რომ ხვალ, ზეგ ბევრად მეტი ადამიანი შეიტანს წვლილს სალომე ზურაბიშვილს კამპანიაში, ისინი დარჩებიან თავის კოპლექსებთან ერთად მარტო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის დაფინანსება იქნება კანონიერი და დეკლარირებული და თითოეული მოქალაქე შეძლებს ამ ინფორმაციის მიღებას.

დეპუტატი წინასაარჩევნო კამპანიასაც გამოეხმაურა და ოპონენტები გააკრიტიკა.

„სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ოპონენტები გადავიდნენ უკვე იმ ზონაში, როდესაც იწყება ფაშიზმი, სადაც არის სიძულვილი და რასაც არაფერი აქვს საერთო ევროპულ საარჩევნო კამპანიასთან“, – აღნიშნავს თალაკვაძე.